mtavari sqemebi DMC_katalogi jvaredini qargvis wesebi dagvikavshirdit forumi
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გვერდზე.

გთავაზობთ ჩვენი ნაქარგების კოლექციას, რომელიც შექმნილია ჯვარედინი ქარგვის წესით. სასიამოვნო იქნება თუ მოგვაწვდით ახალ იდეებს და მონაწილეობას მიიღებთ სქემების დახვეწაში.

ფორუმის დახმარებით ქარგვის მოყვარულებმა გავიცნოთ ერთმანეთი, ვიმეგობროთ და შექმნილ ნამუშევრებზე ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

მივიღებთ შეკვეთებს თქვენთვის სასურველი ნახატის ან ფოტოს სქემის დამზადებაზე ფერების კატალოგი ¨DMC¨ს მიხედვით. ამისათვის დაგვიკავშირდით ინტერნეტ ფოსტით.

დამწყები ქარგვის მოყვარულთათვის წარმოდგენილი გვაქვს ჯვარედინი ქარგვის წესები.
თუ ადრე არ დაინტერესებულხართ ქარგვით, სცადეთ აიღოთ ხელში ნემსი და ძაფი, გადმოიწეროთ ჩვენი გვერდიდან სქემები და შეუდგეთ ქარგვის შესწავლას, ჩვენთან ერთად ისიამოვნოთ თქვენს ქარგაზე გაცოცხლებული პეიზაჟებით, ცხოველებითა და ადამიანებით.

სანამ გადმოიწერთ სქემებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ფორუმზე.

ინტერნეტ გვერდი stitching.ge -ს დაბადების დღეა 2006 წლის 1 ივლისი.